რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრა პანდემიის გამო, ზუმის პლატფორმაზე ჩატარდა.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს და რუსთაველებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ გააცნეს. პრიორიტეტულ მიმართულებებად ინფრასტრუქტურა, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები დასახელდა.
აუდიტორიას კითხვები ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჰქონდათ. 2022 წლის ბიუჯეტს 25 ნოემბერს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ და გაირკვევა, ბიუჯეტი დამტკიცდება თუ შენიშვნებით მერიას დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, მომავალი წლის ბიუჯეტი 31 მილიონი ლარით არის გაზრდილი და ჯამში 81 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა.