რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” ექვსმა წევრმა შიმშილობა დაიწყო და საქართველოს მესამე პრეზიდენტს სოლიდარობა გამოუცხადა. მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.
განცხადება მოქმედი საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა და ახალი მოწვევის საკრებულოს სამმა დეპუტატმა რუსთავის მერიის წინ, ბრიფინგზე გააკეთეს. ენმ-ს წევრები შიმშლობას საკრებულოს შენობაში, ფრაქციისთვის გამოყოფილ ოთახში აგრძელებენ.
შიმშილობა დაიწყეს ნანა შარტერაშვილმა, გიორგი მღებრიშვილმა, ვაჟა მორგოშიამ, ჯუბა მგელაძემ, ზურა ბერაძემ და გურამ ლაცაბიძემ.
შეგახსენებთ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 46-ე დღეა შიმშილობს.