რუსთავში, ერთ-ერთ კვების ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ერვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში, ბოლო ერთ თვეში 70-მდე ბიზნესოპერატორი შეამოწმა. რეგიონში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა კვლევისთვის 30-მდე სურსთის ნიმუში აიღეს.

ინსპექტირების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გამო ფუნქცონირების უფლება შეუჩერდა და 100 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა რუსთავში ერთ-ერთ საზოგადოებრივი კვების ობიექტს.