ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე, კლინიკებში თავისუფალი საწოლების დეფიციტია. კოვიდპაციენტებისთვის თავისუფალი საწოლები აღარ არის ქვემო ქართლშიც.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორის, თეა ბაკაშვილის განცხადებით, მხარეში კლინიკებში საწოლფონდის კუთხით რესურსი ამოწურულია.
მხარეში, კოვიდპაციენტებისთვის სულ 500 საწოლია გამოყოფილი და ამ დროისთვის ყველა მათგანი დატვირთულია.
“დღევანდელი მონაცემებით თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვემო ქართლის რეგიონში ფაქტობრივად აღარ არის. მობილიზებული გვაქვს 500 საწოლი, რომელიც მთლიანად შევსებულია. დამატებით თუ იქნება საწოლფონდის მობილიზება საჭირო ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე რეაგირებას მოახდენს” – აღნიშნა თეა ბაკაშვილმა.