რუსთავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც პარტიამ “გირჩი-მეტი თავისუფლება” საპროტეტსო პერფორმანსი გამართა, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.
პოლიციამ აქციაზე ოპოზიციური პარტიის წევრები მათე მგელაძე, დაჩი გიორგაძე და ვანო ჩუთლაშვილი დააკავა. ადგილზე მივიდა ევაკუატორი, რომელმაც, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ავტომობილი, რომელშიც ირაკლი კუკანია იჯდა, ტერიტორიიდან გაიყვანა.
“გირჩი-მეტი თავისუფლება” საპროტესტო პერფორმანსს ექვს დიდ ქალაქში მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნებია პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი ბარიერი, რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე და მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.









