რუსთავში შვიდი სკოლა სრულად დისტანციურ მოდელზეა, ხუთი ბაღი დაკეტილია

რუსთავში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, 7 სკოლა(N7, 9, 11, 21, 23, 24)  სწავლას სრულად დისტანციური მოდელით აგრძელებს.

ადგილობრივი რესურსცენტრის ინფორმაციით, იმ სკოლებში, სადაც ჰიბრიდული სწავლეებაა,  ონლაინ რეჟიმში აგრძელებს საგაკვეთილო პროცესს ასევე 50-მდე კლასი. კორონავირუსის შემთხვევები, როგორც ბავშვებში, ასევე პერსონალში ფიქსირდება ბაღებშიც. ამ დროისთვის დაკეტილია გაერთიანების ხუთი ფილიალი.