რუსთავში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, 7 სკოლა(N7, 9, 11, 21, 23, 24) სწავლას სრულად დისტანციური მოდელით აგრძელებს.
ადგილობრივი რესურსცენტრის ინფორმაციით, იმ სკოლებში, სადაც ჰიბრიდული სწავლეებაა, ონლაინ რეჟიმში აგრძელებს საგაკვეთილო პროცესს ასევე 50-მდე კლასი. კორონავირუსის შემთხვევები, როგორც ბავშვებში, ასევე პერსონალში ფიქსირდება ბაღებშიც. ამ დროისთვის დაკეტილია გაერთიანების ხუთი ფილიალი.