22 ნოემბერს ქვემო ქართლში, მათ შორის რუსთავში ელექტროენერგია შეიზღუდება

22 ნოემბერს, ქვემო ქართლში, მათ შორის რუსთავში გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს. ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 22 ნოემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე თითო- თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ყაზბეგის, თოდრიას, ვაჟა-ფშაველას, ცურტაველის, თბილისის, კოსტავას, მარჯვენა სანაპიროს, კონსტიტუციის,
ლესელიძის, კლდიაშვილის, ფიროსმანის, მარის ახრის და მიმდებარე ქუჩებზე;

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში
კოდა, მუხათი, ვაშლოვანი, წინწყარო, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.