რუსთავში საახალწლო ღონისძიებები ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება, – ამის შესახებ TV4-ს ქალაქის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. დავით შანიძის თქმით, საახალწლო ღონისძიებები რუსთავში 30-31 დეკემბერს და 1-2 იანვარს გაიმართება.
მისივე თქმით, დაიგეგმება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის თეატრის უკან მდებარე სკვერში, ცენტრალურ მოედანსა და ახალგაზრდობის პარკში, მათ შორის წარმოდგენილი იქნებიან ანიმატორები.
საახალწლო ღონისძიებებისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 120 000 ლარს შეადგენს.









