სამეგრელოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

ხანძარი იყო სამეგრელოში – ზუგდიდის სოფელ ოდიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში  ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი  იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი მეზობელ სახლზეც გავრცელდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი დროულად ჩააქრეს და მეორე სახლის გადარჩენა მოხერხდა.