ხანძარი იყო სამეგრელოში – ზუგდიდის სოფელ ოდიშში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი მეზობელ სახლზეც გავრცელდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი დროულად ჩააქრეს და მეორე სახლის გადარჩენა მოხერხდა.