ბათუმის ქუჩაზე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურთან სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკოლოზ მუსერიძეს ამწე საშუალება მიიყვანა. როგორც აქტივისტი ამბობს, მისი მიზანია ჯიხური “ჯეოსთილის” ქარხანასთან გადაიტანოს და ამით ჰაერის მონიტორინგის პორტალის ერთკვირიანი გათიშვა გააპროტესტოს.
ტექნიკის გამო, ამ ეტაპზე ჯიხურის გადატანა ვერ მოხერხდა, თუმცა ნიკოლოზ მუსერიძის თქმით, ჯიხურს საწარმოსთან უახლოეს დროში გადაიტანს.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, დაახლოებით ერთი კვირაა ჰაერის ხარისხის მზომი ჯიხური ბათუმის ქუჩაზე გამორთულია და რუსთაველებს შესაბამის ვებ-გვერდზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის ნახვა არ შეუძლიათ.