„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღება სცადეს

ფოტო: მთავარი

თბილისში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის გაძარცვა სცადა.

ამ დროისთვის პოლიციას, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი ჰყავს დაკავებული. ამ წუთებში ბანკის თანამშრომლებს შსს-ს წარმომადგენლები ესაუბრებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.