საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 პაციენტი გარდაიცვალა | 1 ნოემბრის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 145 ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 886 ტესტი,  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,77%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო შვიდი დღის – 8,83%.

სულ ჩატარდა 1 978 857 აცრა, დღიურად აცრილია – 1 402.