საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

მე-19 მიკრორაიონის N10 საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ძველ ავეჯს გაუჩნდა.

კორპუსის მცხოვრებლებმა ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო-სამაშველო სამსახურების ადგილზე მისვალმდე შეძლეს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ლიკვიდირება მოახდინეს.