სეს–მა ოთხ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ხორცის სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების რვა ობიექტი, რომელთაგანაც ოთხს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სააგენტოს ცნობით,  შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების არმქონე ხორცი. ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა. სულ დაილუქა 200 კგ სხვადასხვა სახეობის ხორცი, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

გარდა ამისა, ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (64-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.