სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. სეს-მა ქვემო ქართლის რეგიონში 330-მდე ბიზნესოპერატორი შეამოწმა.
კრიტიკული შეუსაბამობები 23 ობიექტში გამოვლინდა. შემოწმების შედეგად, ძირითადად დაფიქსირდა ვადაგასული სურსათის წარმოების, ეტიკეტირების წესის დარღვევის, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის და სტანდარტებთან შეუსაბამო ხორცის რეალიზების ფაქტები.
კრიტიკული შესაბამისობის შემთხვევაში სანქცია 1 000 ლარით არის განსაზღვრული.









