ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, სოფელ ქვემო ბოლნისში 600 კაცზე გათვლილი ახალი რიტუალების სახლი აშენდა.
ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელში მოსახლეობის მოთხოვნით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო სველი წერტილები და ღია ფარდული.
ახლადაშენებული რიტუალების სახლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მომდევნო ეტაპზე ახალი რიტუალების სახლის ინვენტარით აღჭურვაც იგეგმება.









