ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრატსრუქტურის მოწყობა გრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ძველ ქვეშში, 550 გრძივ მეტრზე, ბეტონის გზა ეწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 408 000 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ინფრასტურქურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
“სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, სოფელ ძველ ქვეშში, ამ ეტაპზე, ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარებს და სულ მალე მოსახლეობა კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებს. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა კი, დამეთანხმებით, განვითარებული სოფლის საწინდარია. ამიტომ, ამ მიმართულებით, ჩვენ ყოველწლიურად, მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ვხარჯავთ. სოფელში ბეტონის გზის მოწყობისთვის 408 000 ლარია გამოყოფილი და პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
2021 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 6 226 389 ლარია გამოყოფილი.