„პროგრესის ცენტრმა“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შეიტანა. ორგანიზაცია რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს და სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაფინანსებას ითხოვს.
როგორც განცხადებაში წერია, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვმა გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 82 212 სტუდენტი სწავლას ვეღარ აგრძელებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გასულ წელს ანალოგიური მოთხოვნა თბილისის მერიამ გაითვალისწინა და როგორც წარჩინებული, ისე სოციალურად დაუცველთა კატეგორია დააფინანსა.