ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობს. TV4-ს ინფორმაცია ადგილობრივებმა მიაწოდეს.
“ქრონიკა” რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ორივე მშენებლობას ერთი კომპანია – შპს “ტაბა” ახორციელებს.
მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საქმეზე ზედამხედველობის სამსახურმა საქმისწარმოება დაიწყო. კანონის თანახმად კომპანიას 6 ათას ლარიანი სანქცია ემუქრება. კანონის შესაბამისად, შესაძლებელია შენობების დემონტაჟიც განხორციელდეს.