ქვეყანაში კორონავირუსის სტატისტიკა გაიზარდა. დღე-ღამეში “კოვიდ-19”-ით 5 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 145 ქვემო ქართლს უკავშირდება.
ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ რეგიონში ეპიდვითარება საყურადღებოა, რადგან წინა კვირასთან შედარებით, შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, რომ კვირების განმავლობაში რეგიონში მაჩვენებელმა მოიმატა, რაც ვაქცინაციის ტემპის შემცირებას უკავშირდება.