ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი პოზიციას ტოვებს

TV4-ის ინფორმაციით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ჩვენი ინფორმაციით, მხარის პირველი პირი საქმიანობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში გააგრძელებს.

როგორც TV4-მა გაარკვია, სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე, სავარაუდოდ,  შოთა რეხვიაშვილის მოადგილეს, გიორგი დოხტურიშვილს წარადგენენ.

შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად 2018 წელს წარადგინეს.