ქვემო ქართლის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდარღვევები წალკის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა.
“მოქალაქეები, ავტომანქანებით, ჯამში დაახლოებით 22 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.
ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით,” – ნათქვამია განცხადებაში.