“შენი ქმედება წყვეტს” – ვაქცინაციის საკითხზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა [ვიდეო]

რუსთავში გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და კანტის აკადემიის ორგანიზებით, ვაქცინაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდები რუსთავიდან და ქვემო ქართლის რეგიონიდან ესწრებოდნენ.

კამპანიის “შენი ქმედება წყვეტს” მიზანია, ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ახალგაზრდების მოტივირება, რაც ორგანიზატორების თქმით, ხელს შეუწყობს კრიზისიდან გამოსვლას.