“შენი ხმა ქალაქს”- ამ წარწერით რუსთავში 3 ლოკაციაზე, შარტავას, მეგობრობისა და კოსტავას ქუჩებზე, საფოსტო ყუთები განთავსდა. რუსთავის საკრებულოს წევრის “ქართული ოცნებიდან”, ამირან ჯანჯღავას ინფორმაციით, თითოულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი ინიციატივისა და იდეის საფოსტო ყუთებში განთავსება და ამ გზით მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსთვის მიმართვა.
“კიდევ ერთი მცირე ინიციატივა მინდა წარმოგინდგინოთ – “შენი ხმა ქალაქს”, რომელიც ქალაქში 3 ლოკაციაზე განვათავსეთ და რომლის ფარგლებშიც თითოეულ მოქალაქეს, ვინც ვერ ახერხებს მერია/საკრებულოში მოსვლას, ან სურს თავისი პოზიციის თუ ხედვის ანონიმურად დაფიქსირება, აქვს ინიციატივა, იდეა, პროექტი, ამ საფოსტო ყუთის მეშვეობით, ყოველი თვის ბოლოს, შევაგროვებ შემოსულ წერილებს, ავტვირთავ პროექტის ფეისბუქ გვერდზე და საკრებულო/მერიაშიც გავახმოვანებ შესაბამისი მიმართულებების მხრივ.”- წერს საკრებულოს წევრი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.
ინიციატივა დაფინანსებულია პროექტის “ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა. ორგანიზატორები არიან რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრები (CDD).