“შენი ხმა ქალაქს”- ამ წარწერით რუსთავში 3 ლოკაციაზე, შარტავას, მეგობრობისა და კოსტავას ქუჩებზე, საფოსტო ყუთები განთავსდა. რუსთავის საკრებულოს წევრის “ქართული ოცნებიდან”, ამირან ჯანჯღავას ინფორმაციით, თითოულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი ინიციატივისა და იდეის საფოსტო ყუთებში განთავსება და ამ გზით მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსთვის მიმართვა.
ინიციატივა დაფინანსებულია პროექტის “ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა. ორგანიზატორები არიან რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრები (CDD).