შრომის ინსპექციამ რუსთავის კვების ობიექტებში კოვიდრეგულაციების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ბოლო ორ თვეში, რუსთავის კვების ობიექტებში კოვიდრეგულაციების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინა, 100-მდე ობიექტს კი გაფრთხილება მიეცა.

როგორც შრომის ინსპექციაში TV4-ს განუცხადეს, აღნიშნულ ობიექტებზე აკრძალული სოციალური ღონისძიებები მიმდინარეობდა, რის გამოც ბიზნეს ოპერატორებს შესაბამისი სანქციები დაეკისრათ.