ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო.
შედეგების მიხედვით, რუსთავის მერად არჩეულია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი ნინო ლაცაბიძე. მან 27 298 ამომრჩევლის ხმა მიიღო.
ქალაქის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ კი 23 523 ხმა მიიღო.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, რუსთავში, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 53 037 შეადგინა.
რუსთავის საკრებულოში მანდატები კი ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 16 მანდატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16 მანდატი, პარტია “საქართველოსთვის” – 3 მანდატი.









