ცხრა ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს

9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს. მათშორის არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძეც.

როგორც კირკიტაძემ ბრიფინგზე აღნიშნა , შიმშილობას იწყებს : დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.

მისივე თქმით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტი 45-ე დღეა, შიმშილობს, ას არ მიეწოდება მის ჯანმრთელობასთან ადეკვატური სამედიცინო სერვისები, ასევე შიმშილობს ჩვენი კოლეგა ელენე ხოშტარია. ამიტომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ამ ეტაპზე პარლამენტის ცხრა წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მულტიპროფილურ სამოქალქო კლინიკაში, რათა მას მიეწოდოს ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები. ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და მე, დავით კირკიტაძე ვაცხადებთ შიმშილობას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო მოულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე. ამ ეტაზპე ეს არის ჩენი ერთადერთი მოთხოვნა“, – განაცხადა დავით  კირკიტაძემ.