კორონავირუსი: საქართველო 1 851 შემთხვევა, ქვემო ქართლი 84

საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 5 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი. ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ქვემო ქართლში ვირუსი  84 პირს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 012 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 8,41%, ბოლო 14 დღის – 9,25%, ბოლო 7 დღის – 8,97%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 814 097 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 755 229 გამოჯანმრთელდა, 11 553 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 097 159 აცრა, დღიურად აცრილია 1 644.

კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 708 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 123 პირი.