გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს
10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, ფონიჭაკა, გამარჯვება, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჭივჭავი, ალექსეევკა, ჯიგრაშენი, იფნარა და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ორმაშენი, ბახჩალარი, კიზილაჯლო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









