16 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს 11:10-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბახჩალარი, სოგუთლო, ქარიანი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, სავანეთი, ჭაპალა, მამხუტი და მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 14:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მუხროვანი, სააკაძე, ვაზიანი, სართიჭალა, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში;

16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, იმირჭალა, შულავერი, ზემო ყულარი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.