19 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით,  19 ნოემბერს 02:00-დან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, შარტავას, ლესელიძის, მარის არხის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე;

10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ჯვარა, სამღერეთი, ჯიგრაშენი, ნავთიანი, სამშვილდე, ლიპა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლენში ახალი სამგორი, ფოლადაანთკარი, გამარჯვება, ყარაჯალარი, ველი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იფნარი, კარაბულახი, ორმაშენი, უსეინქენდი, ბახჩალარი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში რუსთავის 22 კმ, რუსთავის გზატკეცილი 19/5 კმ., თბილისი-რუსთავის მე-18 კმ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.