2 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 2 ნოემბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, თაზაკენდი, გაჯისაქენდ, ლეჟბადინი, გაჯისაკენდი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, ნასაგური, ბროწეულა, რადიოსტუდია და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში საჯა, ბახჩალარი, კამარლო, სოგუთლო, იაკუბლო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.