“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობთ, 24 ნოემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე თითო თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიოონის სოფლებში ახალი სამგორი, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, ახალსოფელი, თელეთი, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, იაღუფლო, სოგუთლო, კიზილაჯლო, საჯა, ორმაშენი, ქარიანი და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.