“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ნოემბერს 10:00-დან 18:30 საათამდე თითო თითო საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ვარკეთილში, ვარკეთილის მეურნეობაში, დიდ და პატარა ლილოში, ქვიშიანი, ორხევის დასახლება და მიმდებარე სოფლებში.
“ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









