“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორამციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით,3 ნოემბერს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, მანგლისი, წვერი, კვესეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, არსარვანი, ბეშთაშენი, კაბური, თეჯისი, კიარაკი, ლივადი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, კალინინო, თაზაქენდი, ლელაშხა, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დმანისში გამსახურდიას, 9 აპრილის, ცურტაველის, თევდორე მღვდლის და მიმდებარე ქუჩებზე;
15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში იფნარი, ბაჩალარი, ორმაშენი, კიზილაჯლო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.