4 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 4 ნოემბერს

07:30-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თოდრიას, მესხიშვილის, ფალიაშვილის, მეგობრობის, ლომოურის და მიმდებარე ქუცებზე;

10:00-დან 17:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს დმანისში 26 მაისის, გორგასლის, სააკაძის, აღმაშენებლის, წმ. ნინოს, 300 არაგველის, ხერგიანის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:15-დან 12:15 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, წყლულეთი, მანგლისი, ახალსოფელი, ორბეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:20-დან 17:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, არსარვანი, იმერა, ბარეთი, ბეშთაშენი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში შახმარლო, იაღუფლო, კამარლო, ქარიანი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში ორუჯოვის, ბაბეკის, 300 არაგველის, 26 მაისის, 9 ძმის და მიმდებარე ქუჩებზე;

15:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელბში პობედა, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.