კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს
10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი, სარალი, ღვინის ქარხანა და მიმდებარე სოფლებში;
10:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, მუხროვანი, სართიჭალა, მზიანეთი, ვაზიანი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ჯანდარა, ლემშვენიერა, ნაგები და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში იფნარი, ბახჩალარი, ორმაშენი, კიზილაჯლო, საჯა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.