8 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,

მათივე ცნობით, 8 ნოემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მერნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კაპანახჩი, ქუთლიარი, აზიზქენდი, დიდი მუღანლო, ქეშალო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.