Covid-19-ის ახალი შტამის სახელი ცნობილია

ჯანმომ (WHO) კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.1.529 “საყურადღებო” ვარიანტების სიაში შეიტანა. ორგანიზაციამ მას ბერძნული ასო “ომიკრონი” უწოდა.

ორგანიზაციის განცხადებით, წინასწარი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ახალი ვარიანტი, სხვა ვარიანტებთან შედარებით, ხელახალი ინფექციის უფრო მაღალ რისკს შეიცავს.

უცხოური მედიის ცნობით, სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც B.1.1.529 სახელითაა ცნობილი, ოფიციალური პირების შეშფოთებას იწვევს. ის ამ დრომდე არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე მეტ მუტაციას შეიცავს.

ვარიანტი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, აღმოჩენილია ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონგ-კონგსა და ისრაელში.