N20 საარჩევნო კომისიაში სულ 16 საჩივარი შევიდა[ვიდეო]

N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 16 საჩივარი შევიდა. საჩივრებიდან 15 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან იყო წარდგენილი, ხოლო ერთი საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა დააფიქსირა.

საჩივრები ძირითად შემთხვევაში უბნებზე პროცედურულ დარღვევებს ეხება.

კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის განცხადებით, საჩივრების შესატანად  საარჩევნო სუბიექტებსა  და არასამთავრობო ორგანიზაციებს ვადა კიდევ ერთი  დღე აქვთ.

ხვალიდან საოლქო კომისია საჩივრების განხილვას შეუდგება. პროცედურის დასრულების შემდეგ N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების საბოლოო ოქმი შედგება.