N20 საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო. რუსთავში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მხრიდან სულ 42 საჩივარი დაიწერა. დღეს საოლქო კომისიამ 16 მათგანი განიხილა.
გაგა აფციაურის განცხადებით, საჩივრები ძირითად შემთხვევაში უბნებზე პროცედურულ დარღვევებსა და გაბათილებულ ბიულეტინებს ეხება.
საჩივრების განხილვის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების საბოლოო ოქმი შედგება.









