ირაკლი ტაბაღუა საქმიანობის ოთხი წლის ანგარიშს წარადგენს და მისი მერობის პერიოდში რუსთავში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს აჯამებს.
პრეზენტაციის ფრგლებში ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე.
როგორც ანგარიშის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქში 300-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, გასული წლები წარმატებული იყო სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებითაც.
ტაბაღუამ ანგარიშის წარდგენისას ქალაქში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსთავის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად, მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია.









