კორონავირუსი: 3 700 ახალი შემთხვევა, 81 გარდაცვლილი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 277 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 81 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კოვიდვირუსის  240 შემთხვევა გამოვლინდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 817 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 158, „პისიარ“ ტესტით – 19 659.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 784 091 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 716 382 გამოჯანმრთელდა, 10 975 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 046 362 აცრა, დღიურად აცრილია 4 946.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 838 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 216 პირი.