მე-20 მიკრორაიონში სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონის მე-15 ნომერში სამი სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია  მობილიზებული.

ადგილზე მყოფი მოქალაქის განცადებით, მე-15 მე-16 კორპუსებს შორის შენიშნა დაკვამლიანება, რის შემდეგაც დაუკავშირდა 112-ს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს, რის შედეგადაც დადგინდა რომ ადგილზე  დაკვამლიანება არ არის. მათი ინფორმაციით 112-ში ცრუ გამოძახება შევიდა