რეხვიაშვილი: პრემიერმა აღგვითქვა მხარდაჭერა, რათა ყველა პრობლემა გადაწყდეს დროულად[ვიდეო]

 ქვემო ქართლი ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. დასრულებულია მასშტაბური პროექტები და პრემიერმა აღგვითქვა როგორც ფინანსური, ასევე მორალური მხარდაჭერა, რათა ყველა პრობლემა გადაწყდეს დროულად – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მერებს აქვთ მკვეთრად ჩამოყალიბებული პროგრამა და ისინი აქტიურად შეუდგნენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ახლადარჩეულ მერებს შორის. მათ აქვთ მკვეთრად ჩამოყალიბებული საარჩევნო პროგრამა. ისინი აქტიურად შეუდგნენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. ქვემო ქართლი ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. დასრულებულია მასშტაბური პროექტები და პრემიერმა აღგვითქვა როგორც ფინანსური, ასევე მორალური მხარდაჭერა, რათა ყველა პრობლემა გადაწყდეს დროულად, ხალხთან კომუნიკაცია იყოს ეფექტური და ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რაც მოსახლეობის ყოფას აფერხებს, დროულად მოიხსნას,” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.