რუსთავის ცენტრალურ პარკში ნიჩბოსანთა კლუბის ბაზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და სამუშაო პროცესის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება.
როგორც ნიჩბოსანთა კლუბის ხელმძღანელმა, გია წივწივაძემ TV4-ს განუცხადა, მომავალი წლიდან რეკრეაციულ სივრცეში რუსთაველებს სიახლეები ელოდებათ.
პარკის ტერიტორიაზე კლუბის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო. კლუბი სამომავლოდ საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლებს.