კორონავირუსი: 6024 ახალი შემთხვევა, 49 გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ქვემო ქართლში კოვიდ ვირუსი 417 ადამიანს დაუდასტურდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 58 291 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,33%, ბოლო 14 დღის – 9,13%, ბოლო შვიდი დღის – 9,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 732 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 673 640 გამოჯანმრთელდა, 10 185 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 986 729 აცრა, დღიურად აცრილია 3 868.